ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანში, სასაფლაოზე მოზარდები დაჭრეს: ბრალდებული დაკავებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ორი არასრულწლოვანის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. როგორც imedinews-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც დაჭრით დასრულდა.

 15 და 17 წლის მოზარდები გურჯაანის საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გავრცელებული ცნობით, ინცინდენტი სასაფლაოზე მოხდა, ხოლო  დაჭრილები ძმები არიან.

გამოძიება 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....