დღეს, დილის 10:15 საათზე აზერბაიჯანში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 102 კილომეტრში იყო.