სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წლის საქმიანობის თაობაზე წლიური ანგარიში პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურმა საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტი უკვე გააგზავნა.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკანონმდებლო ორგანოს წლიური ანგარიში 1-ელ ივნისამდე უნდა წარუდგინოს.
რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, მედიას ანგარიშს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ლომჯარია გააცნობს.