ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფგან მუხთარლის კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს

აზერბაიჯანის პროკურატურამ თბილისიდან გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს.

http://

აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისში დაიკარგა და მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისში დარჩა. ამის დამადასტურებელი, მისი მეუღლის პასპორტი დღევანდელ აქციაზე მყოფმა გაუჩინარებული ჟურნალისტის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მას აინტერესებს თუ როგორ გადაკვეთა მისმა მეუღლემ საზღვარი საბუთების გარეშე.

როგორც ”რადიო თავისუფლება” იუწყება ადვოკატზე დაყრდნობით, მუხტარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. როგორც აღმოჩნდა, მას მესამე ბრალიც წაუყენეს.

საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.

იტვირთბა....