“ქართული ოცნების” წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებაში მონაწილეობას საქართველოს სპეცსამსახურები იღებდნენ.
სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა აზერბაიჯანული სპეცსამსახურების დაქირევებული ჯგუფების მხრიდან მოხდა ჟურნალისტის გატაცება და საზღვარზე გადაყვანა.
,,არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში დაქირავებული ჯგუფი მონაწილეობდა. სცენარი რომ შესაძლებელია ის აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა დაქირავებული პირების მეშვეობით გაიტაცეს დასაშვებია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ რომ ჩვენს ქვეყანას დაცულობის გარანტიები უნდა გააჩნდეს, ამიტომ ამ საქმის გამოძიება არის ქვეყნის პრესტიჟის საკითხი“- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი ,,ტვ პირველის“ ეთერში.
ჟურნალისტის ადვოკატის ინფორმაციით, ის ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით.
მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.
https://youtu.be/b4L0i5BkhFs