ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ,  მამაკაცი ხარაჩოზე იდგა და ფეხი დაუცდა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....