ცოტა ხნის წინ, გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა. qartli.ge-ს ინფორმაციით, მოსწავლეთა კოლონა სკოლის დამთავრებას აღნიშნავდა. მანქანაში პირველი საჯარო სკოლის 5 მოსწავლე იჯდა.
შსს-ში “მეტრონომს” აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განგვიცხადეს, ოპელის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი და 4 მგზავრი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.