ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების” დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის თვითმფრინავით მგზავრობისას ინციდენტის (ნახეთ ვიდეო) შემდეგ ანანიძე “იბერიასთან” პირველ კომენტარს აკეთებს:
“თქვენ ალბათ ნახეთ რეაქცია, რომელიც არც ყოფილ პრეზიდენტს და არც ყოფილ პოლიტიკოსს ეკადრება. მე ამ ადამიანის ოპოზიციაში წლები ვიყავი და ის პერიოდი, რომელიც დღეს გავუხსენე, ეს ეხება უნივერსიტეტის დარბევას, ძალიან კორექტულად ვკითხე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტკივილი მივიღე მეც და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემაც. თუმცა კორექტულ კითხვებს ისეთი ჩვეული მანერით უპასუხა, რომელიც არც პოლიტიკოსს და არც ყოფილ პრეზიდენტს უბრალოდ არ შეეფერება”, – განუცხადა ცოტნე ანანიძემ “იბერიას”.