„ოფიციალური პირები „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს. მისი თქმით, მსგავსი პრობლემა საქართველოში ბიზნესს პირველად არ ექმნება და საერთაშორისო ბიზნესი ქვეყანაში თავდასხმის ქვეშაა.
„ჯორჯიან მანგანეზის შემთხვევაში ფაქტიურად მფლობელი გვერდზე გაწიეს და ტიპიური თავდასხმა მოახდინეს. ეს მიზნობრივი თავდასხმაა აღნიშნულ კომპანიაზე მისი ხელში ჩაგდების მიზნით. ფატია, რომ იგი მიზანში ამოიღეს. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომპანიის საქმიანობა გარემოს აზიანებს, რაც დიდი სისულელეა, ეს უბრალოდ კომპანიის კრიმინალური გზით ხელში ჩაგდებაა. მსგავსი სიტუაცია არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს არ ყოფილა. ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა და მის შესაჩრებლად მთავრობა არაფერს აკეთებს“, – განაცხადა ფადი ასლიმ.
11 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს “ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
წყარო: imedinews.ge