“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტზეა განაწყენებული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელსაც რუსთავი-2-ზე მუშაობა ესესაა დაწყებული აქვს, ტელეფონით დამიკავშირდა და ჩვენი ფრაქციის წევრის საკონტაქტო ნომერი მთხოვა. ეს მარტივი საუბარი (ჟურნალისტს არ გავუფრთხილებივარ, რომ ჩვენს საუბარს იწერდა და სიუჟეტისთვის გამოიყენებდა) ექვსაათიან კურიერში ჩემი კომენტარის სახით გადაიცა. როცა საჯარო პირს (რიგით მოქალაქესაც, სხვათა შორის) ტელეფონით ესაუბრები, მინიმუმ უნდა გააფრთხილო, რომ მიმდინარეობს საუბრის ჩაწერა. როცა ეს საუბარი სიუჟეტისთვის უნდა გამოიყენო, მინიმუმ ეუბნები, რომ პირად საუბარს კომენტარის ფორმა მიეცემა და ეთერში მოუსმენს. როცა ჟურნალისტი ხარ, პატივი უნდა სცე საკუთარ თავს და პროფესიას. პატივი უნდა სცე რესპონდეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად არასაიმედო, არასანდო, უზნეო, არაკვალიფიციური ჟურნალისტის სახელს დაიმკვიდრებ კოლეგებს შორის და ეს შენს კარიერულ წინსვლას ბუნებრივად შეაჩერებს. ამ ჟურნალისტის გვარსა და სახელს შეგნებულად არ ვწერ. მინდა, დაფიქრდეს. შეწუხდეს. შეცვალოს მისი მუშაობის სტილი. გახდეს კეთილსინდისიერი და არა ხაფანგის დამგები. მეორე და მთავარი – ჩუმად ჩამწერთ, თუ ღიად, ჩემო ახალგაზრდა კოლეგებო, გახსოვდეთ: პირადი სატელეფონო საუბრის დროსაც იგივეს ვამბობ, რასაც ვიტყოდი ოფიციალურ კომენტარში. როცა კითხვაზე პასუხი არ მაქვს, გეუბნებით, რომ მზად არა ვარ ან ინფორმაციას არ ვფლობ. როცა მზად ვარ, იმას გპასუხობთ, რასაც პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვიტყვი, ამიტომ პატივი ვცეთ ჩვენს საყვარელ პროფესიას. პატივი ვცეთ ერთმანეთს”.