ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“იტყუება თუ არა გენერალური აუდიტორი ამას პროკურატურა დაადგენს”

ქალაქის მერი დავით ნარმანია აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას  მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. დედაქალაქის მერის თქმით, გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ და მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. ნარმანია იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება.

„რასაკვირველია, აქაც კანონმდებლობის და წესების სრული დაცვით არის გადაწყვეტილებები მიღებული. იტყუება თუ არა გენერალური აუდიტორი ამას პროკურატურა დაადგენს და გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ”,-განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....