ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნარმანიას პროკურატურაში სიარულის დროა”

ოპოზიცია თბილისის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების აზრით, ყოფილი გენერალური პროკურორისთვის მიწის ხელსაყრელი პირობებით გაცვლა და თბილისის მერიის მხრიდან საბაზროზე 5-ჯერ მაღალი კომპენსაციის გადახდა, არა ერთ კითხვას ბადებს სავარაუდო კორუფციის შესახებ.

ოპოზიციის ნაწილი კი ნარმანიას საკრებულოში დაბარების აზრზს ვერ ხედავს. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერი არა საკრებულოში, არამედ პროკურატურაში უნდა დაიბარონ.

„ნარმანიამ უნდა იაროს არა საკრებულოს, არამედ უკვე იმდენ კორუფციაშია ჩაფლულია ყელამდე, რომ მისი სასიარულო ადგილი არის პროკურატურა, შემდეგ პროკურატურამ სასამართლოში უნდა წაიყვანოს ნარმანია და კიდევ სხვა დაწესებულებაში. ამდენად, ლოგიკურია, რომ საკრებულოში დავიბაროთ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, პროკურატურაში სიარულის დროა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” წევრი თამარ ცინცაბაძეც თბილისის მერის საკრებულოში დაბარების აზრს ვერ ხედავს.

„როდესაც მოდის, ჩვენ მისგან მაინც ვერანაირი პასუხს ვერ ვგებულობთ და ეს არის საქმე, რომელზეც საბოლოო თავის დასკვნა უნდა დადოს აუდიტმა და შემდგომ უკვე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი და არა ნარმანიამ ყველა იმ კითხვის ნიშანს, რომელიც კი არსებობს,“ – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

იტვირთბა....