სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხის შესახებ შუალედური ინფორმაციას ავრცელებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მთავარი აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებული 2017 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესაბამისად ატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტს, რომელიც 2015-2016 წლების პერიოდს მოიცავს.
ლომჯარიას განცხადებით, აუდიტი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ანგარიშის პროექტის მომზადება.
აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: