ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის კვირაზე” წერს:
“უი, ამასობაში “იმედის” კვირის გადაცემისთვის ისევ “იმედის კვირა” დაურქმევიათ. მე
რომ ოთხი დღე-ღამე ვფიქრობდი და მოვიფიქრე, აი, ის სათაური. მერე რომ
დამიხურეს და გამომაგდეს… და ეხლა აღმოვაჩინე, ეს ჩემი მოფიქრებული სახელი დაურქმევიათ ისევ”, – წერს გრიგოლია.
სტატუსის კომენტარებში ერთ-ერთი სოცმომხმარებელი ინგას საავტორო უფლებების შესახებ კანონს ახსენებს, რომლის პასუხად გრიგოლია წერს:
“საავტორო უფლება კი არა, უბრალოდ სირცხვილია”.