წოწორიას სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
“თითქოს ამ ხელისუფლების დეგრადაციის ყველა ფაზა მაქვს ნანახი პირადი გამოცდილებით, მაგრამ მაინც ღრმად შოკირებული ვარ ამ ამბით. იმდენად წარმოუდგენელი სიგიჟეა, დაჯერება მიჭირს,
წარმოგიდგენიათ, აქაურ მოსამართლეებს რა უქნეს”??! – წერს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლი გაჩხრიკეს. წოწორიას ძმის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. „ეს ადამიანი პატიოსანია. მუშაობს, თავისი სპეციალობა აქვს, თავისი ცეხი აქვს გახსნილი. პატიოსნად, წყნარად, ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვს და რა გახდა ამის წინაპირობა არ ვიცი,“ – აცხადებენ ახლობლები.
ოთარ წოწორიას განცხადებით, მის სახლში განხორციელებული ჩხრეკა და შს სამინისტროს მიერ აღძრული საქმე, მის დას, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეს, ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირდება და მის წინააღმდეგ არის მიმართული.
“ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი. სანადირო თოფი ჩემია, რეგისტრირებულია. ერთი იარაღი ბაბუაჩემის იყო და ისიც რეგისტრირებულია. დანარჩენი წარმოუდგენელია ჩემთვის, საიდან გაჩნდა სახლში” – განუცხადა ჟურნალისტებს წოწორიამ.