ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა

პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს და ელჩს აშშ-ში, რომელმაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა და ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობთ, ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა აშშ-ში საერთოდ ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, და მინდა, გადავუხადო მას დიდი მადლობა და საელჩოს მთლიანობაში იმიტომ, რომ ვიზიტი იყო ძალიან კარგად მომზადებული არა მხოლოდ ეს ვიზიტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც მას წინ უძღოდა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....