ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

“მე, ლესბოსელ ქალს, შემიძლია ვთქვა, ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება რთულია” (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=sp0hnxtHF7Q

დღეს, ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების აქციაზე მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სახელმწიფოს მხრიდან ერთნაირი პირობების შექმნას ითხოვდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა აქციაზე განაცხადა, რომ ის არის ლესბოსელი, და ამის გამო ამ ქვეყანაში მისთვის ცხოვრება რთულია.

“მე, როგორც ლესბოსელ ქალს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება არის რთული, განსხვავებული სხვა გარიყული სოციალური ჯგუფებისგან, ხშირად არ გვაქვს ოჯახის, მეგობრების მხარდაჭერა. იმ ადამიანების, ვისაც პირველ რიგში ვენდობით და უნდა დაგვიცვას გარემოს ძალადობისგან. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ დავანახოთ ხალხს, რომ ვარსებობთ არ ვართ უცხოპლანეტელები, ვართ აქ დაბადებული და გაზრდილი დამიანები, ვიხდით გადასახადებს. ჩვენ გვეკუთვნის თანასწორობა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს. მოვითხოვთ თანასწორობას, მოვითხოვთ უსაფრთხოებას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

იტვირთბა....