ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი ავტოავარიას ემსხვერპლა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი ავტოავარიას ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპული ბექა ხახუბია 21 წლის იყო.

ხახუბიას ვაჟის გარდაცვალების შესახებ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი წერს.

“ტკივილი! მოუშუშებელი, მოურჩენელი! სიტყვები არ მყოფნის… ჩვენს მეგობარს, ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ავტოავარიაში გარდაეცვალა”, – წერს ჩრდილელი სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....