ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მითხრა, როგორ ბედავ ბლატაობასო”: ლაშა თორდია ინციდენტის დეტალებს ყვება

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმ, ლაშა თორდიამ მის წინააღმდეგ მომხდარ დაპირისპირებაზე “არჩევანის” ეთერში ისაუბრა. ის გამოსავალს ვიდეოკადრებში ხედავს. “ჩემი შველა, ამ საქმის გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ვიდეოკადრებში,” – განცხადება მან. მისი თქმით, უცნაურია ის ფაქტი, რომ ბრალდებების ფონზე არ საჯაროვდება კადრები, რომელიც მომხდარს ასახავს.

“ეს ადამიანები ყველაფერს იკადრებენ, მილიონ ჩვენებას გაახმოვანებენ, რომ მე დავესხი თავს, ძალიან მძიმე ალკოჰოლურ სასმელს ვსვამდი და ბატონი ოთარი ცქრიალა ღვინოთი პირს ისველებდა მხოლოდ და, ალბათ, არც ყლაპავდა და შემდგომ მე დავესხი თავს და უნებლიეთ გამიყვანა დაცვამ გვერდზე. ამის შემდგომ ვიჯექი კიდევ ჩემს მაგიდასთან და ვაგრძელებდი ქეიფს,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.

როგორც თორდია ამბობს, კადრები უკვე აღარ არსებობს და ის საგამოძიებო უწყებებმა „გააქრეს“.

“ფარცხალაძემ დამიძახა და გამიყვანა მოშორებით გვერდზე, ბიჭო, შენ, ერთ მოდი აქო. მერე მითხრა, რა კომპრომატებს ვაგროვებდი მასზე და როგორ ვაპირებდი ვადის გასვლის შემდგომ სიცოცხლის გაგრძელებას. მე ვუპასუხე, რომ ამ ტონალობაში ნუ მელაპარაკებოდა და ამ სიტყვებით. ამ დროს ჩაერთო ბატონი მიშა ჩოხელი, რომელიც ახლა დაკარგულია და მითხრა, თუ როგორ ვბედავდი ბლატაობას და გამეცა კითხვაზე პასუხი. ვკითხე, ვინ იყო და ამ დროს მომხვდა მუშტი მარჯვენა მხარეს და ეს არის, თურმე, პირადი სივრცის დარღვევა, რაც მე ახლა სახეზე მაქვს და ეს არის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენება, რომ, თურმე, მე გამიყვანეს გვერდზე. ეს ყველაფერი მაქვს აღბეჭდილი სახეზე. დღეს ისიც იკადრეს, რომ, თურმე, თვითდაზიანებები მიმიყენებია. კადრები არ არის, გამქრალია ეს კადრები,“ – აცხადებს თორდია, რომელიც გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.

იტვირთბა....