ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ლაშა თორდიამ საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა”

პროკურორ ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, გამოკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.

„ასევე, მან ისაუბრა საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე. ამ ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსში და ინფორმაციაში გამოძიების ინტერესებიდან ვერ ვისაუბრებ.

საქმეზე დაკითხულია უკვე არაერთი მოწმე. ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოძიების ტაქტიკიდან და ტექნიკიდან გამომდინარე, პერიოდულად განხორციელდება ყველა მოწმის დაკითხვა. ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე არ არის მოწმე“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას, როდესაც გამოძიება დასრულდება, კვალიფიკაციის თაობაზე, გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იტვირთბა....