სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე 16:45 საათზე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება და მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
შეგახსენებთ, დღეს 16:15 საათზე ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით მგზავრებს ვერ ემსახურებოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.