ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსულ გემებს “ისლამური სახელმწიფო” აფეთქებით ემუქრება

თურქეთის დაზვერვის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები, ბოსფორის სრუტეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის გემებზე თავდასხმას გეგმავენ. ამის შესახებ გაზეთი Haberturk იუწყება.

გამოცემის თანახმად, ტერორისტებმა, შესაძლოა, ხომალდებს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნან.
სტამბოლის უსაფრთხოების სამსახურებმა ბოსფორის რაიონში კონტროლის ქვეშ აიყვანეს 146 წერტილი, საიდანაც, შესაძლოა, ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელონ. გარდა ამისა, თურქეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები რუსული გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვერტმფრენის და სანაპირო დაცვის ნავების გამოყენებას აპირებენ.

ბოსფორის სრუტე შავ და მარმარილოს ზღვებს აკავშირებს ერთმანეთთან. სრუტის სიგრძე 30 კილომეტრს შეადგენს. მონტრეს კონვენციის თანახმად, შავი ზღვის რეგიონის ნებისმიერ სახელმწიფოს მშვიდობიან პერიოდში, ბოსფორის სრუტიდან სამხედრო ხომალდების გადაყვანა შეუძლია.

იტვირთბა....