ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარში 29 წლის მამაკაცს ეძებენ

სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარში 29 წლის მამაკაცს ეძებენ. ს ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ილია რთველიაშვილი ოთხი დღის წინ, შვილთან ერთად სათევზაოდ წავიდა. მოგვიანებით ბავშვი სახლში აიყვანა და ისევ უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა.ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ბადე და დაჭერილი თევზები მდინარიდან რამდენიმე მეტრში იპოვნეს, თუმცა ილია რთველიაშვილის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ რთველიაშვილმა ცურვა კარგად იცოდა. მათივე ინფორმაციით, მას არც უთანხმოება ჰქონია ვინმესთან.

ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ.

იტვირთბა....