იგეგმება თუ არა მოსახლეობის ევაკუაცია და რა ღონისძიებებს იწყებს მერია
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ ზომებს დაუყოვნებლივ მიიღებენ.

