ბათუმში 4 სასულიერო პირს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მათ შორის, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს. ინფიცირებულები თვითიზოლაციაში არიან.
ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით, კორონავირუსი წინამძღვართან ერთად დაუდასტურდა ამავე ტაძრის კიდევ ორ სასულიერო პირს.
„თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი თვითიზოლაციაში არიან.
სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და ხვალ ლოცვის დროს გაიხსნება,“ – გვითხრა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge