საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები ქვედა კიდურებში აქვს მიყენებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

