„ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება”, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მზადაა კამერების წინ, საჯაროდ გაიკეთოს ვაქცინა, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ აცრა მისთვის სასარგებლოა.
“ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა. მე ექიმებსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ, თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა.
მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი გავამხნევო“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.