aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

BBC: საქართველომ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა, – წერს BBC არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს მხარს მმართველი პარტია უჭერდა, გრიგოლ ვაშაძეს კი გაერთიანებული ოპოზიცია.

მედიასაშუალება ხაზს უსვამს, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და პრეზიდენტის როლი ცერემონიალური ხდება.

“66 წლის ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა, მისმა მშობლებმა საქართველო 1921 წელს დატოვეს, საბჭოთა ანექსიის გამო. მან კარიერა საფრანგეთში დაიწყო, 2003 წელს, ის საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის დააბალანსებს საქართველოს ურთიერთობებს, რუსეთთან და დასავლეთთან. ვაშაძე, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მეტად პრო-დასავლურად განიხილებოდა”, – წერს BBC-ის ჟურნალისტი და დასძენს, რომ ეს იყო ბოლო არჩევნები, როცა საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევდა.

იტვირთბა....