თბილისში, მოკლული 19 წლის გოგონას ანა ხელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რობერტ ახალაია უკვე ბრალდებულია. გამოძიებამ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენა. “მეტრონომს” ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. შსს ამ ინფორმაციას უახლოეს წუთებში გაასაჯაროებს . მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გუშინ საღამოს ფოთში დააკავა.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მის ბიძაშვილს კი რომელთან ერთადაც ის ცხოვრობდა ვერ პოულობდნენ.