ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

544 : “მაგთიკომი” ახალ სააბონენტო ინდექსს ამატებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ ნუმერაციის სარგებლობის ორი ნებართვა გასცა. კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ა-ნეტმა“ და შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები მიიღეს.

შპს „ა-ნეტმა“ ნუმერაციის რესურსი: სულ 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერი (995 544 44X XXX) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს „მაგთიკომმა“ კი ნუმერაციის რესურსი: 90100-90119 (ოცი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

იტვირთბა....