aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

2019 წელს საფრანგეთში საწვავის ფასი აღარ გაიზრდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცის გადაწყვეტილებით, 2019 წელს საწვავზე ფასი საერთოდ არ მოიმატებს.

აქამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა გააჟღერა, საუბარი იყო საწვავზე გადასახადების ზრდის 6 თვით შეჩერებაზე.

„პრეზიდენტი მიხვდა, რომ საწვავის გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის დაწესება ხალხმა, როგორც ნახევარზომა აღიქვა და მიიჩნია, რომ ამ საკითხში საჭიროა სრული მოცულობით ზომების მიღება“, – განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური ხასიათი პროტესტმა საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მათ შორის საქართველოს სალჩოს კუთვლნილებაში მყოფი ავტომობილიც. მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი სერიოზულად დააზიანეს. ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც გეგმავდა.

იტვირთბა....