aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 დღეა ოჯახი დაკარგულ მამაკაცს ეძებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარაში, ქობულეთში მე-13 დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 53 წლის ჯემალ მორჩილაძე სანადიროდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მამაკაცს თან  ყავისფერი ჩანთა და სანადირო თოფი ჰქონდა.

მისი მეუღლის განცხადებით, მამაკაცი სანადიროდ ადრეც წასულა. ის ტყეს საკმაოდ კარგად იცნობს და გზა არასდროს აბნევია. მისივე თქმით, მას ქმართან სატელეფონო კომუნიკაცია მხოლოდ ერთხე ჰქონდა.  საღამოს საათებში კი მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლო.

სამაშველო სამსახურმა დაკარგულის ძებნა იმავე დღეს დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

იტვირთბა....