ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დიღმის მთავარ სამმართველოში დღეს მოსწავლეების მკვლელობაზე დაკითხვა გაგრძელდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე, რასაც 2 სკოლის მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, გამოძიება გრძელდება. დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში მოწმეების დაკითხვა განახლდება. არ არის გამორიცხული ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი დღესვე წარუდგინონ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

იტვირთბა....