aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე მარიხუანას ექსპორტზე: “დაინახეს, რომ ეს არის სარფიანი საქმე, მაგრამ რატომ უნდა იყოს ლიცენზირებული?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯერჯერობით კანონპროექტი არ მინახავს, ვნახე მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებებში გავრცელდა. სრული სურათი იხატება იმისა, რომ ვიღაცა აპირებს ამ ბიზნესის მონოპოლიზაცია. დაინახეს, რომ ეს არის სარფიანი საქმე. სამედიცინო მარიხუანის ბიზნესი არის ერთ-ერთ სწრაფად მზარდი ბიზნესი მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ “მეტრონომთან” საუბარში განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა ქონდეს ერთ კომპანიას მონოპოლიზაცია.

“ბრუნვა უკვე მილიარდებს აღწევს. მეორე რაც შემიძლია გითხრათ, თუ საუბარია მხოლოდ სამედიცინო კუთხით მარიხუანას გაზრდაზე და იქიდან პროდუქტების დამზადებაზე, რომელიც არ არის იმ ნივთიერების შემცველი, რომელიც იწვევს ეიფორიულ მდგომარეობას და მხოლოდ სამკურნალო თვისებები აქვს, ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს ეს საქმიანობა ლიცენზირებული, რატომ უნდა იყოს რომელიმე არეალზე ლიმიტირებული და კონკურსის წესით, რატომ უნდა აწარმოოს ერთმა კომპანიამ.

საუბარია ისეთი პროდუქტის წარმოებაზე, რომელსაც ფარმაკოლოგიაში ფართოდ იყენებენ. რატომ უნდა მივანიჭოთ ერთ ადამიანსა და კომპანია მონოპოლია, სრულიად გაუგებარია. მესამე რაც შემიძლია ვთქვა, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ჩვენს საქმეს ეხებოდა, მოლოდინი არსებობდა და ამაზე იყო უამრავი საუბარი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ არსებული კანონმდებლობა შექმნილ რეალობასთან უნდა მოსულიყო თანხვედრაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა რეალობა, რომ მოხმარება არის ლეგალური და მისი მოპოვების ლეგალური გზები არ არსებობს. საუბარი არ ყოფილა კულტივაციასა და გაყიდვაზე. ხელისუფლების მხრიდან უნდა მომხდარიყო საკანონმდებლო ბაზის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს ეხებოდა რეკრეაციულ და აა სამედიცინო მარიხუანას. ამ მხრივ, ჯერჯერობით, დღემდე გაჟღერებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი. მხოლოდდამხოლოდ რეგლამენტირებაზეა საუბარი – სად შეიძლება, აკრძალული იყო მარიხუანას მოხმარება. მაგ. საბავშვო ბაღში არ შეიძლება, მაგრამ სახლში რომ შეიძლება, იქ საიდან უნდა მოიტანოს მომხმაებელმა მარიხუანა? ამ კიტხვაზე პასუხის გაცემას, როგორც ჩანს, გაურბის ხელისუფლება. სოციალური ჯგუფების და მათ შორის საპატრიარქოს პოზიცია, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ  სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  “ქართული ოცნების” გუშინდელ სხდომაზე ახალი კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს, რაც მარიხუანას ექსპორტს გულისხმობს.

სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე შსს-ის წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, ასევე ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის, საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.

პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

“ინტერპრესნიუსი”ასევე წერს, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძნა ივანიშვილი ამ იდეას მხარს უჭერს.

იტვირთბა....