aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს. ინფორმაციას “1არხი” ავრცელებს.

პირველი არხის ინფორმაციით, სოზარ სუბარისა და დავით სერგეენკოს სამინისტროების გაერთიანების თაობაზე უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იყო ლაპარაკი.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ლტოლვილთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიერთების საფუძველი სოციალური მიმართულებაა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 14 სამინისტროს 11 სამინისტრომდე შემცირება იგეგმება.

მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას სამ კვირაში წარადგენს.

იტვირთბა....