aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: “ქართული ოცნების” უმრავლესობას, სულაც არ მოსწონს კობახიძის “ფეხების ბაკუნი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას დავით ჭიჭნაძის პარტიიდან გაძევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ჭიჭინაძის პარტიიდან გაგდება ტრაგიკომიკური მოვლენაა.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, ის დარწმუნებულია რომ ჭიჭინაძეს ბევრად მეტი მხარდამჭერი ყავს “ქართულ ოცნებაში” ვიდრე კობახიძეს.

“ჭიჭინაძე თავის აზრს ყოველთვის გამოთქვამდა და ბუნებრივია ვიღაცისთვის მისაღები იყო ვიღაცისთვის არა. მაგრამ ამ საფუძვლით მისი პარტიიდან გაგდება მიაჩნია რომ ტრაგიკომიკური საქციელია, რაც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.  როდესაც ადამიანთან ურთიერთობის დალაგება და მოსმენა  არ შეგიძლია უნდა გაერკვიო რაშია მისი პრეტენზიები.

ჭიჭინაძეს ქონდა კონკრეტული და ხშირ შემთხვევაში მისაღები  პრეტენზიები. ამის გამო გარიცხვა კი არ არის სწორი საქციელი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პარტიაში არსებულ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე.

რეალურად ჭიჭინაძეს ამ პარტიაში ბევრად მეტი თანამოაზრე ყავს ვიდრე იმ ჯგუფს, რომელმაც განახორციელა მისი პარტიიდან გაგდების სპეცოპერაცია. გამომდონარე იქიდან რომ მთელი პარტიული სისტემა დგას ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე  ადამიანები ერიდებიან შიდა პოლემიკას. “ქართული ოცნების” უმრავლესობას სულაც არ მოსწონს კობახიძის ჯგუფის “ფეხების ბაკუნი”.

ივანიშვილიც ითვალისწონებს რეალობას. აქედან გამოდინარე არ მგონია, რომ მისთვის კომფორტული იყოს ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ პოლიტიკა ძალიან მკაცრი საქმიანობაა და ხშირად ხდება გარკვეული შეწირვების გაკეთება. ამით ძალინ ბოროტად სარგებლობს მცირერიცხოვანი ახალგაზრდების ჯგუფი.

ეს არ არის კლასიკური ტიპის პარტია, რომლის წევრებიც დაკავშირებულები არიან საერთო ღირებულებებით ან საერთო მოსაზრებებით. საკმაოდ ეკლექტურია და  წინააღნდეგობრივი. კობახიძის ჯგუფს უფრო მეტი საერთო აქვს ბოკერიას ჯგუფთან ხედვების თვალსაზრისით ვიდრე დანარჩენ ქართულ ოცნებას. ერთადერთი რაც ამ ადამიანებს აკავშირებთ ეს არის ივანიშვილის ფაქტორი. მისი მორალური და სხვა ტიპის რესურსები. მათ სხვა არაფერი აერთიანებთ. შესაბამისად არც საკუთარი თამაშის დაწყების არანნაირი რესურსი არ აქვთ.

მმართველი პარტიის შიგნით სისტემური პრობლემაა. გუნდში არ არიან ადამიაები რომლებსაც აქვთ რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვულის მხრებიდან ამივლენ.  როგორც კი ისინი “ქართულ ოცნებას” ტოვებენ  ნოლდებიან და უწევთ თამაშიდან გასვლა. მათ ეს ყველაფერი ესმით, ამის გამო ბვერ რამეს ითმენენ და ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს. მე სარწმუნებული ვარ რომ ჭიჭნაძეს უფრო ბევრი მხარდამჭერი ყავს პარტიაში ვიდრე კობახიძეს” – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....