aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: “სისტემა რომ კარგად იმართებოდეს ის უნდა იყოს მარტივი და გასაგები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომთან” საუბრისას, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის ინიციატივაზე ისაუბრა, რაც სამინისტროების შემცირებას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაეფექტური და მოუქნელი სისტემაა.

“სამინისტროების შემცირებაზე მარჩიელობას ჩვენ ვერ დავიწყებთ. საერთო ოპტიმიზაცია მთავრობის, რომ საჭირო იყო, როგორც სამინისტრეობის რაოდენობს მხრივ, ასევე  სამინისტროების შიდა რეორაგანიზაციის მხრივ ეს ფაქტია.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში იყო მოუქნელი, არაეფექტური სისტემა და მათთვის ალგორითმი სწორედ გაუგებარი იყო. აქედან გამომდინარე გამარტივება და ოპტიმიზაცია აუცილებელია.  მთავრობამ უნდა წარმოაგდინოს შესაბამისი გეგმა და ამ გეგმის დასაბუთება.

მისაღები იქნება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანება. სასჯელაღსრულების სამინისტრო მაინც არატრადიციული თემაა და მეც არ მგონოა, რომ ეს სამინისტროდ უნდა არსებობდეს. ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრც მოგონილი თემა მგონია. მე უფრო შორსაც კი წავიდოდი: შერიგების სამინისტრო – მესმის, რომ ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, მაგრამ ეს არაა  ტრადიციული სამინისტრო. იმედი მაქვს ესაა კონკრეტულ დროში შეზღუდულ ვადაზე გაწელილი საქმიანობა, რაც სავსებით შესძლებელია, რომ დეპარტამენტის დონეზე კეთდებოდეს. სისტემა რომ კარგად იმართებოდეს ის უნდა იყოს მარტივი და გასაგები” – “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

იტვირთბა....