aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: “სალომე ზურაბიშვილის პრობლემა არის სალომე ზურაბიშვილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფაქტობრივად, ეს არჩევნები რესურსების ბრძოლად იქცა. არც ერთი კანდიდატი არ არის ავტორიტეტული. ვისაც მეტი რესურსი აქვს, ის მოიგებს – ცხვრებივით შეყაროს ამომრჩეველი უბნებზე. ასეთი არის “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა, სახელმწიფოებრივი ზიანის მომყენებელი გამოდგეს.

“სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანია არის პოლიტიკა. გასაგებია, რომ ზურაბიშვილი ბევრ შეცდომას უშვებს და უკვე სახელმწიფოებრივი ზიანის მიყენების შესახებ ისმის კითხვები. თუმცა, ბევრი რამის ზდმეტად დრამატიზირებაც პოლიტიკის ნაწილია და ეს კარგად უნდა გვესმოდეს. როდესაც ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებისთვისაა განწირული, ვიგულისხმე იმ მომენტისთვის შექმნილი პოლიტიკური რეალობა და არა თავად კანდიდატი. ფაქტობრივად, ეს არჩევნები რესურსების ბრძოლად იქცა. არც ერთი კანდიდატი არ არის ავტორიტეტული. ვისაც მეტი რესურსი აქვს ის მოიგებს – ცხვრებივით შეყაროს ამომრჩეველი უბნებზე. ასეთი არის “ქართული ოცნება”.

თუმცა, სალომე ზურაბიშვილის პრობლემა არის სალომე ზურაბიშვილი. ისევე როგორც “ქართული ოცნების” პრობლემა თავად “ქართული ოცნებაა”. ურჩხული შიგნით ყავთ და იმას ვერ ამარცხებენ. თუ შენი თავი ვერ მოგითოკია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც შეგიძლია, თვითდაზიანება მიიყენო. ადრე მითქვამს თქვენთვის, რომ საქართველოს უახლესი ისტორია შეგიძლია, ერთი წინადადებით აღწერო. ეს არის ისტორია თუ როგორ მივდიოდით სადიზმიდან მაზოხიზმამდე. თუ სააკაშვილზე შეიძლება თქმულიყო, რომ ის ადამიანის მიმართ იყო სადისტი. დღევანდელი ხელისუფლება და მათ შორის ზურაბიშვილიც, პოლიტიკური მაზოხისტები არიან. მუდმივად თვითდაზიანებას იყენებენ. ატრიალებენ იარაღს და ხან სად გაირტყავენ და ხან სად”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ზურაბიშვილიმა რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. თუმცა, დღეს პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი დაიწყო.

ზურაბიშვილის განცხადებების გამო, საზოგადოებაში მის წინააღმდეგ რამოდენიმე კამპანია დაიწყო.

იტვირთბა....