aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როცა ხელისუფლება შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“როცა ხელისუფლება შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით”, – ასეთი განცხადება გააკეთა ”ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ე.წ. პიჯაკების საქმის დაწყებამდე. მისი თქმით, ხელისუფლებას წარმომადგენლობით ხარჯებში მილიონობით ლარი აქვს დახარჯული.

“რასაც ხელისუფლება აკეთებს, იმის მანიშნებელია, რომ მის თავხედობას ზღვარი აღარ აქვს. ყოფილ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, გვირგვინების ხარჯებიც ამოუწიეს. მივმართავ მთავრობას და მინისტრებს, დაიმახსოვრეთ, რომ მილიონობით ფული გაქვთ დახარჯული წარმომადგენლობით ხარჯებზე. ეს აუდიტმაც დაადასტურა. როცა შეიცვლება ხელისუფლება, მწვადებს დაგითვლით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამ პრეცედენტის შექმნის შემდეგ ნებისმიერი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრი აღმოჩნდება ციხეში, რომელიც ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯებით უმასპინძლდებოდა სტუმარს თუ საკუთარ თავს.

იტვირთბა....