მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე, საკუთარ თანაგუნდელს გუგული მაღრაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს“
კონკრეტულად, ეს განცხადება კი ჭიჭინაძემ დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის შექმნის კონტექსტში გააკეთა, რასაც დეპუტატების ნაწილი და მათ შორის გუგული მაღრაძე ეთანხმება.
„რაღა დროს ახლა კოდექსებით საუბარია? მე პატარა ბავშვი რომ ვიყავი მასწავლიდნენ, კოვზი არ დაიჭირო მარცხენა ხელში უზრდელობაა შვილოო, დაიჭირე მარჯვენა ხელში, თავი არ ჩაყო თეფშში. – თუ ვიღაცას ამის გადმოტანა უნდა პოლიტიკაში, სად, როგორ მოვიქცეთ: არ დავამთქნაროთ, არ ჩავყვინთოთ კანონის მიხედვით, რომ არ შეიძლება ჩაგვეძინოს, კი ბატონო,“- აცხადებს ჭიჭინაძე.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დღეს უმრაველობის წევრები კიდევ ერთელ გააკრიტიკა და ისინი კიდევ ერთხელ მოიხსენია კოლექტიურ ზარდიაშვილებად.