aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

წყალტუბოს რაიონში მამაკაცი დააყაჩაღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მამაკაცი დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი ნაცემია, გარდა ამისა დამნაშავეებმა მას ცივი იარაღით ჭრილობებიც მიაყენეს.

დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას სახლში გადის. სახლიდან წაღებულია თანხა. მისი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....