aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩუგოშვილი: “კვირიკაშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ლოგიკური”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის გარიცხვის შესახებ სწორი არ არის, რადგან პრემიერ-მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი პრემიერ-მინისტრი შეცვლის.

„გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ”, – განაცხდა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, პოლიტსაბჭოსთან ერთად დატოვა თუ არა კვირიკაშვილმა პარტიაც, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მას ინფორმაცია პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ აქვს.

იტვირთბა....