aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი”- აღნიშნულია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ სარალიძის დაკავების ფაქტზე ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს სარალიძე პოლიციელს.

იტვირთბა....