aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს „დინამო არენას“ ავტოსადგომზე ავტომობილში აღმოჩენილი უცხო ნივთის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში აღმოჩენილი სათვალთვალო კამერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 19 მარტს, 21:06 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ უცხო ნივთი შენიშნა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება.

პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირად ი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....