aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს – ბაბუნაშვილი არ გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც განცხადება გაავრცელა არაა პატრულის თანამშრომელი.

“მოქალაქე გიორგი ბაბუნაშვილი არ გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის ჯერ კიდევ 2014 წელს გათავისუფლებულია საპატრულო პოლიციის რიგებიდან გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, აღნიშნული პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებული გახლდათ ადმინისტრაციული წესით. აქედან გამომდინარე, იგი ვერანაირად ვერ ისაუბრებს საპატრულო პოლიციის სახელით. ნებისმიერ დროს მზად ვართ თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბაბუნაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნდა და განაცხადა, რომ იგი სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს.

“მე, გიორგი ბაბუნაშვილი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი, არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია. დიდება გმირებს”,- წერს გიორგი ბაბუნიშილი.

იტვირთბა....