aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე მონაწილეობას JAMIROQUAI მიიღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შავი ზღვის  რიგით მე- 11  ჯაზ-ფესტივალი 27-30 ივლისს ბათუმში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი შემსრულებელი JAMIROQUAI-ც  მიიღებს.

ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობას ასევე მიიღებენ JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSSTLES, MF ROBERTS.

ფესტივალს CORY HENRY AND THE APOSTOLES გახსნის.
ფესტივალის ორგანიზატორია ისთერნ პრომოუშენი. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 27 მარტს, დილის 9 საათზე, tkt.ge- ზე.

ბილეთის ფასი სამივე დღეზე, ე.წ. ოქროს ზონაში, 400 ლარი იქნება, მხოლოდ ჯემიროქვაის კონცერტზე დასწრება კი – 250 ლარი. ე.წ. სილვერზონაში ერთი დღე – 100 ლარი,
მხოლოდ ჯოს სტოუნის კონცერტი – 150 ლარი, ასევე 150 ლარი ეღირება მხოლოდ დე ლა სოულის კონცერტზე დასწრება.

ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში,  ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

იტვირთბა....