ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გოგონა გადმოვარდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან არასრულწლოვანი გოგონა გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით  სახალგაზრდა გოგონა ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.

დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს

როგორც, საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს აქვს ტვინის შერყევა, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს რომ საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური მოკვლევა მიმდნარეობს.

იტვირთბა....