aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, თეთრ ხიდზე, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში, თეთრ ხიდზე, კლუბ „ბასიანში” გავითარებული მოვლების წინააღმდეგ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

აქციის წევრები იმავე მედიის თანახმად, ხელისუფლებას მომხდარი ფაქტის გამო აკრიტიკებენ.

საპროტესტო აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტია “გირჩი” მონაწილეობს.

„გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, სპეცოპერაცია არ უკავშირდება ნარკოპოლიტიკასა და ნარკოტიკებთან ბრძოლას, ეს არის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ.

“გუშინ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ვანდალური აქტი არ უკავშირდება ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკებთან ბრძოლას. ეს არის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ, რომელშიც სახელმწიფო აუცილებლად დამარცხდება“, –  ამბობს „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

წყარო: 1tv

იტვირთბა....