aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სამართალი

ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი მოსამართლე და მოქმედი ადვოკატი თამაზ ურთმელიძე შრომითი უსაფრთხოების საკითხზე საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს:

“საგულისხმოა, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა ასახოს და პრაქტიკაში განახორციელოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციები, რომლებიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, იქონიონ შრომის ინსპექციის სისტემა მრეწველობასა და ვაჭრობის სფეროებში, არაკომერციულ სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში. ამ კუთხით, წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მიღება, რომლითაც იქმნება შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმი. მისასალმებელია, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება სანქციების გამოყენების უფლებამოსილება, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო შრომის სტანდარტი მოიცავდეს ყველა სამუშაო ადგილს, რათა არცერთი დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დარჩეს დაცვის გარეშე. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების დანერგვის მიზნით დამუშავდა სამი ევროდირექტივა.

2017 წელს დამტკიცდა შრომის პირობების ინსპექტირების ახალი სახელმწიფო პროგრამა, თუმცა უშუალოდ ამ პროგრამით ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებები არ გაფართოებულა და არც გაძლიერებულა, რის  გამოც ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ დარღვევათა შესრულების მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია.

ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს შერჩევითი კონტროლი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, შეამოწმოს საწარმოსამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნითან უკვე აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორების შესამოწმებლად. სხვა შემთხვევაში, ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე…

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ამ კუთხით ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა და ქვეყანაში ისევ ადგილი აქვს მოჭარბებულ სასიკვდილო შემთხვევებს და შრომის უსაფრთხოების ნორმების არაერთ დარღვევას, მით უფრო, კანონში მითითებულია, რომ შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს სანქციები იმ საწარმოებისა და დამსაქმებლების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს. კანონის 17–ე და 18–ე მუხლი  ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზოგად საფუძვლებს შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის, აგრეთვე ადმინისტრაციულ  სახდელებს ამ კანონის დარღვევისათვის: ზემოაღნიშნული ნორმებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება…

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დადაშავდა 106 ადამიანი. აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია, მთელი რიგი ურთიერთობები ნორმატიულ ფარგლებს მიღმაა დარჩენილი, ეს განსაკუთრებით ეხება იმ საკითხს, რომ კანონის მოქმედების გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე ხდება და არ ეხება სხვა კატეგორიის სამუშაოებს, რომლებიც ასევე შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, შესაბამისად კანონი ეხება ურთიერთობათა ვიწრო ჯგუფს, რაც სამართლებრივად მიუღებელია და სასურველია მომავალში გამოსწორდეს სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით”.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო დროის შემცირებას მოითხოვენ.

იტვირთბა....