aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი არაეფექტურა” – თოდუა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ არაეფექტურს უწოდა.

მზია თოდუა თვლის, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს და მასში მონაწილეობის მიღება სხვა მსურველებსაც უნდა შეეძლოთ.

„სამწუხაროდ, კანონმდებელმა თავის დროზე არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის კრიტერიუმები. მართალია, საბჭოს წევრებმა ბრძანეს, რომ შერჩევა მოხდა ზოგადი პრინციპების საფუძველზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა გამწესება სააპელაციოში გარკვეული წესის დაცვით ხდება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეემუშავებინა კანდიდატურათა დასახელების წესი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროცესი არ არის სამართლიანი. შერჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და სხვასაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა.  მიმაჩნია, რომ საჭიროა, ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება, რომელმაც უნდა განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატად დასახელების პროცედურა. შესაძლოა, ამ სიაში ბევრი ღირსეული კანდიდატია, თუმცა შერჩევის პროცესში მონაწილეობის საშუალება სხვებსაც უნდა ჰქონოდეთ“,- განაცხადა მზია თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

იტვირთბა....